ამინდის პროგნოზი

8 ყველაზე ძლიერი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი მსოფლიოში

 
02 July, 2016   7 თვის 2 კვირის წინ
 
3796

მსოფლიოს უძლიერესი ელიტური ქვედანაყოფებები - მისტიური და რომანტიული, სიმართლე და ლეგენდები. ისინი ყველაზე უკეთესად არიან მომზადებული და ურთულეს დავალებებს ასრულებენ. როდესაც ჩვეულებრივ რიგით ჯარისკაცებს არ შეუძლიათ ან ვერ რისკავენ, საქმეში სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ერთვებიან. 

Business Insider-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი 8 სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების რეიტინგი შეადგინა.

8. შავი წეროები

Special Services Group (SSG) - პაკისტანის არმიის სპეციალური დანიშნულების ჯგუფი

პაკისტანი - ეს ის ქვეყანა არაა, რომელიც სპეციალური დანიშნულების საუკეთესო ქვედანაყოფებზე საუბრისას გაგახსენდება. SSG 5600 სპეცრაზმელისგან შედგება, რომლებიც განლაგებული არიან 8 ბატალიონში, თითოში - 700 ადამიანი. თითოეული ბატალიონი გაყოფილია ასეულებად და ჯგუფებად, ჯგუფში - 10 კაცი.

სამშობლოში ეს მებრძოლები „შავი წეროების“ სახელს ატარებენ. მიმდინარე წელს „შავი წეროები“ არსებობის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

ეს ქვედანაყოფი მოქმედებს უკიდურესად არამშვიდ რეგიონში, სადაც ასევე არის საზღვრისპირა შეტაკებები და რელიგიური ექსტრემიზმი. 2014 წლის დეკემბერში SSG-ის მებრძოლებმა მოკლეს „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ოპერატიული ლიდერი ადნანა გულშაირა ალ-შუქრი ჯუმა და მისი 5 მებრძოლი.

7. Fuerza de Guerra Naval Especial - ესპანეთის სპეციალური სამხედრო-საზღვაო ძალები, იცავენ ზღვას, სანაპიროს და ხმელეთს.

ვარაუდობენ, რომ სპეციალური ქვედანაყოფი დაახლოებით 100 კაცისგან შედგება და მათი ამოცანაა დაიცვან ზღვა, სანაპირო და 50 კმ ხმელეთი სიღრემეში სანაპიროდან.

ითვლება, რომ ქვედანაყოფი დაკომპლექტებულია ბრიტანული SAS-ის და ამერიკული „ზღვის კატების“ მსგავსად. 

6. „ალფა“, რუსეთი

სპეცდანაყოფი „ალფა“ დაარსდა 1974 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შემადგენლობაში უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის იური ანდროპოვის სპეციალური გადაწყვეტილებით, რომელიც მან 1972 წელს მიუნჰენის ოლიმპიადის დროს მომხდარი მასობრივი მკვლელობების გამო მიიღო.

„ალფა“ გამოიყენება ტერორისტების წინააღმდეგ როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მონაწილეობს ოპერაციებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებული ქვედანაყოფი სპეციალიზირებულია მძევლების და გატაცებული ხალხის გათავისუფლებაზე.

2002 წელს დუბროვკის თეატრში კონტრტერორისტული ოპერაცია კატასტროფი დასრულდა - დაიღუპა 129 მძევალი და 39 ჩეჩენი ტერორისტი. „ალფა“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

5. National Gendarmerie Intervention Group (GIGN) - საფრანგეთის ჟანდარმერიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი.

როგორც რუსული „ალფა“,GIGN-იც 1974 წელს, 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაარსდა. მისი ისტორიის მანძილზე ფრანგული ჟანდარმერიის სპეცდანიშნულების რაზმებმა 1800 საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და გაათავისუფლეს 600-ზე მეტი მძევალი.

ბევრ ოპერაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგალითად, 1994 წელს ალჟირელი ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის 229 მგზავრი იქნა გადარჩენილი. 

2015 წლის იანვარში ფრანგულმა სპეცრაზმმა ორი ტერორისტი მოკლა, რომლებიც „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

4. Sayeret Mat’kal - ისრაელის თავდაცვის გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი.

ისრაელი ის ქვეყანაა, რომელიც რეგულარულად ხდება თავდასხმების სამიზნე ყველა რჯულის ტერორისტებისგან, მაგრამ არსებობს იმედი, რომ  Sayeret Mat’kal ადრე თუ გვიან ამ სიტუაციას გამოასწორებს. 

1976 წელს ოპერაცია - „ენტებე“ - პალესიტინელმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს თელ-ავივი-პარიზის რეისი, რომლის ბორტზეც 248 ადამიანი იმყოფებოდა. ტერორისტებმა ლაინერი აიძულეს კურსი შეეცვალა და უგანდის მიმართულებით, ენტებეს აეროპორტში გაფრენილიყო. ებრაელები და ისრაელის მოქალაქეები დანარჩენი მგზავრებისგან გააცალკავეს. ტერორისტებმა მათი პალესტინელ ტყვეებზე გაცვლა მოითხოვეს. Sayeret Mat’kal-ის მებრძოლებმა წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს და მძევლები გაათავისუფლეს. ამ ოპერაციას მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

3. Special Air Service (SAS) - განსაკუთრებული საჰაერო სამსახური, დიდი ბრიტანეთი

SAS-მა მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე სახიფათო ოპერაცია შეასრულა. მიუნჰენის ოლიმპიადის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მსოფლიოს მთავარი საფრთხე ტერორისტებისგან ემუქრება.

ბრიტანული SAS ბევრი კუთხით სპეცსამსახურების სამწვრთნელო სისტემის ავტორად ითვლება.1980 წელს ბრიტანული სპეცრაზმის მებრძოლებმა შტურმით აიღეს ირანის საელჩო ლონდონში. ეს მოქმედება ითვლება კლასიკად - ქვედანაყოფის მებრძოლები შენობაში სახურავიდან ჩავიდნენ, ერთდროულად გაისმა გასროლა და 6 ტერორისტიდან 5 ადგილზე იქნა მოკლული.

2. Special Boat Service (SBS) - სპეციალური სანაოსნო სამსახური, დიდი ბრიტანეთი

ეს ქვედანაყოფი ამერიკული „ზღვის კატების“ ბრიტანული ანალოგია. თუ SAS პასუხისმგებელია სახმელეთო ოპერაციებზე, SBS-ის მებრძოლები გაწვრთნილები არიან ზღვაზე სამოქმედოდ. მათი დევიზია - „ძალით და ეშმაკობით“. 

SBS-ის წვრთნები მსოფლიოში ყველაზე რთულად ითვლება. დადის ხმები, რომ წვრთნების დროს უფრო მეტი მებრძოლი იღუპება, ვიდრე სპეცოპერაციების დროს. წვრთნების სისტემაში შედის ჯუნგლებში თვითგადარჩენა, გამოცდა ამტანობაზე, კონტაქტური ბრძოლა, ასევე დაკითხვების ინტენსიური მეთოდი, რაც ბევრ მებრძოლს ტეხავს.

1. Navy Seals - ამერიკული „ზღვის კატები“, მათ მოკლეს უსამა ბინ ლადენი

ამერიკული „ზღვის კატები“ ბევრისთვის იდეალური ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც 1962 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის გადაწყვეტილებით დაარსდა. 

ქვედანაყოფი აშშ-ის მონაწილეობით ყველა შეირაღებულ კონფლიქტში იქნა გამოყენებული.

2011 წლის 2 მაისს ჯგუფმა 6 „ზღვის კატები“ მოკლა უსამა ბინ ლადენი პაკისტანში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა