ამინდის პროგნოზი

"ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ყოფილი აქციონერები მიმართვას ავრცელებენ

 
04 July, 2016   8 თვის 2 კვირის წინ
 
922

სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ყოფილი აქციონერები სამართლიანობის აღდგენის პროცესით დაინტერესებული ყველა მხარეს მიმართავენ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებულია და მიმდინარეობს სამოქალაქო დავის განხილვა შპს „თ.ჯ თრეიდი" - ბადრი წილოსანის წინააღმდეგ სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" აქციების დასაბრუნებლად, მოსამართლე ლია ავალიშვილი. აღნიშნულ პროცესზე სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ყოფილი აქციონერები ედავებიან დავით კეზერაშვილის ხელდასმულ და შემდგომში „კოჰაბიტირებულ" ბიზნესმენს ბადრი წილოსანს მასზედ, რომ 2008 წლის 17 სექტემბერს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, აქციათა 51,63%-ის მფლობელებს, ძალადობით, ფიზიკური განადგურების მუქარით, შუაღამისას ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან დაათმობინეს და გადააფორმებინეს კუთვნილი აქციები, აქტივების საბაზრო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამ საქმის განხილვას წინ უსწრებდა ბადრი წილოსანის სარჩელის განხილვა აქციათა ყოფილ მეპატრონეთა წინააღმდეგ „გამოგონილ" 19 მლნ ლარის დავალიანებაზე, რათა ამ პროცესის მოგების შემთხვევაში მას წარმოედგინა „არგუმენტაცია", თუ რატომ მიიტაცა აქციები და რატომ არ გადაიხადა შესაბამისი ღირებულება.მაგრამ სიმართლემ გაიმარჯვა და თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) 2016 წლის 30 მარტს არ დააკმაყოფილა ბადრი წილოსანის სარჩელი, რითაც დამტკიცდა რომ აქციათა 51,63%-ის მფლობელებს მისი ვალი არ ჰქონდათ, რაც კიდევ უფრო თვალნათელს ხდის ისედაც უტყუარ ფაქტს, რომ აქციები ძალადობით იქნა მითვისებული.

საქართველოს ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლებისათვის მინიჭებული აბსოლუტური დამოუკიდებლობა გვაძლევს იმედს ვიფიქროთ, რომ ჩვენი დაუღალავი, სამართლებრივი 8-წლიანი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და მივაღწევთ მიზანს - სამართლიანობის აღდგება და აქციები დაგვიბრუნდება!

ვინაიდან, სამართლიანობის აღდგენის პროცესისადმი დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, მოვუწოდებთ მასმედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაესწრონ და თვალყური ადევნონ აღნიშნულ სასამართლო განხილვის მიმდინარეობას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, წინა ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის დაყაჩაღებისა და ახლა მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის შესახებ.

სასამართლო სხდომა დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 7 ივლისს, 10:30 საათზე", - სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ავთანდილ საყვარელიძის განცხადებაში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა