ამინდის პროგნოზი

ე.წ. პირადი ცხოვრების საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ

 
12 August, 2016   7 თვის 1 კვირის წინ
 
188

ე.წ. პირადი ცხოვრების საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ. როგორც ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა განაცხადა, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით განიხილა აღკვეთის გაგრძელების საკითხი, ვინაიდან შვებულებაში გადის, პატიმრობის 2-თვიანი ვადა კი იწურებოდა.

ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის გაგრძელებას არ დაეთანხმნენ, განსასჯელებს აღკვეთის ღონისიების ვადა ორი თვით გაუგრძელდათ. პროცესი კი სექტემბერისთვის გადაიდო.

ფილაურის განმარტებით, ორი  განსასჯელის  - გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის საქმე ცალკე წარმოებად კვლავ არ გამოყოფილა, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

პირადი ცხოვრების მასალის მოპოვება-შენახვაზე ბრალდებული არიან ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე, ინგა ჩატოიანი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და გელა ღურწკაია.

 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა