ამინდის პროგნოზი

პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

 
15 September, 2016   4 თვის 1 დღის და წინ
 
133

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის; ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფორუმი "ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები" გაიმართა

 
13 საათის და 58 წუთის წინ
 
62
 

პრეზიდენტის სასახლეში ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში" გაიმართება

 
17 January, 2017
 
57
 

"ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება"

 
17 January, 2017
 
70
 

"გაზპრომთან" ხელშეკრულებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები"

 
17 January, 2017
 
73
 

გიორგი მარგველაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა

 
16 January, 2017
 
82
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა