ამინდის პროგნოზი

სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

 
21 October, 2016   3 თვის 4 კვირის წინ
 
108

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის ადვოკატების გამოუცხადებლობა გახდა. 

დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ბრალდების ეპიზოდზე კუდის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი უნდა დაეკითხათ. 

გირგვლიანის საქმის სხვა ეპიზოდებზე მელნიკოვს ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი ჩვენება აქვს მიცემული. მას პროკურატურასთან თანამშრომლობის გამო, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გირგვლიანის საქმეზე ციხეში ორი წელი გაატარა. 

გამოძიება დათა ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებასა და სანდრო გირგვლიანისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ედავება.

 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა