ამინდის პროგნოზი

"აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას"

 
03 November, 2016   4 თვის 3 კვირის წინ
 
230

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო  სათათბიროს მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე კომენტარს ავრცელებს.

"2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ". მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ  საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.  

დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

 
27 March, 2017
 
167
 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას"

 
23 March, 2017
 
85
 

"ბოლნისში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს"

 
22 March, 2017
 
530
 

"საქართველოს პოლიტიკა ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე"

 
17 March, 2017
 
100
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 
14 March, 2017
 
128
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა