ამინდის პროგნოზი

"პატრიოტთა ალიანსის" გაყვანით "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" სამი მანდატი მოპარა"

 
19 November, 2016   4 თვის 6 დღის და წინ
 
883

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე პრეზიდენტის მიერ პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ გაკეთებულ ინიციატივას დადებითად აფასებს და განვლილ თანამშრომლობას კრიტიკულად აფასებს, რომელიც მისივე შეფასებით, არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის განწყობიდან გამომდინარეობდა.

„თუ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო უკეთესად მოექცევიან, ვიდრე ჩვენ ვხედავდით ამას 4 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი იყო აღქმული, როგორც მტერი და აქედან გამომდინარე, მის ძალიან სწორ და მნიშვნელოვან შენიშვნას ქართული ოცნება არ იზიარებდა. მათ პატივი უნდა სცენ პრეზიდენტს და მასში არ უნდა ხედავდნენ პოლიტიკურ ოპონენტს და მტერს, რომელიც დაინტერესებულია მათთვის ზიანის მიყენებით. ეს იყო ინერცია, რომელიც მომდინარეობდა არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა მშვენიერაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" დასკვნას ამზადებს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლის ფაქტს ეხება.

როგორც გიორგი მშვენიერაძე ამტკიცებს, ინაშვილის გადაყვანით "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" 3 მანდატი „მოჰპარა“. 

"ეს ის სამი მანდატია, რომელიც სჭირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" იმისთვის, რომ პარლამენტის 30 დეპუტატს შესძლებოდა თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წაღება პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით. ეს შესაძლებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა