ამინდის პროგნოზი

"ეს გზავნილი არადიპლომატიურ ენაზე ითარგმნება შემდეგი სახით: "რუსთავი 2"-ს ხელისუფლებამ თავი დაანებოს"

 
02 December, 2016   4 თვის 2 კვირის წინ
 
419

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს გზავნილი მიგვიღია სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერებისგან, მათი საელჩოებისგან, ეს გზავნილი დიპლომატიური ენიდან არადიპლომატიურ ენაზე ითარგმნება შემდეგი სახით: "რუსთავი 2"-ს ხელისუფლებამ თავი დაანებოს. ხელისუფლებამ რაც არ უნდა ეცადოს, ენის მოჩლექვით ამტკიცოს, რომ ის არ მონაწილეობს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში არავის სჯერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა მშვენიერაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

გიორგი მშვენიერაძემ ვანო ზარდიაშვილის, რომელსაც ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოზე ზეწოლაში დასდო ბრალი და მიხეილ ჩინჩალაძეს შორის ნათესაურ კავშირთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ზოგადად ნათესაური კავშირი შესაძლოა, არაფერს ნიშნავს, მაგრამ "რუსთავი 2"-ის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი გარემოება ეჭვს გააჩენს მიკერძოებასთან დაკავშირებით.