ამინდის პროგნოზი

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა

 
16 December, 2016   1 თვის 6 დღის და წინ
 
196

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰალ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.   

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თბილი დახვედრისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება. მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში  გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე  ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. 

საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლევან იზორიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალ წელს სამმხრივი თანამშრომლობის დონის შეხვედრა საქართველოში უკვე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე იგეგმება.   

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო.    

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა