ამინდის პროგნოზი

"ციხეში ვნახე, ისევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე წუხს, დამპირდა, მკვლელს მაინც ვაგებინებ პასუხსო, მე მჯერა მისი...."

 
18 December, 2016   2 თვის 4 დღის და წინ
 
3024

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს რომა შამათავას დაბადების დღეა და შამათავას მიერ გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას იხსენებს.

"ეს რომა შამათავაა. ლაჩარი ხელისუფლების მხრიდან რუსი გენერლების მუქარისთვის გასამართლებული ქართველი პატრიოტი "დიახ, ვემუქრებოდი რუს გენერალ უსტინოვს და არც ახლა გადამიფიქრებია"ციხეში ვნახე, ისევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე წუხს. დამპირდა მკვლელს მაინც ვაგებინებ პასუხსო.მე მჯერა მისი....

დღეს რომას დაბადების დღეა. თავისუფლება დიდ ქართველს", - წერს ხერხეულიძე. 

"პატიების თხოვნით მივმართავ და დიდი ტკივილით ვუსამძიმრებ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრაგიგულად, მტრის მიერ მუხანათურად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს. უდიდესი ტკივილი და განცდაა სრულიად საქართველოსათვის, ქართველი ერი, მისი მებრძოლი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც სამშობლოს სიყვარულით განსაკუთრებულად გამორჩეული, საკუთარ მიწა-წყალზე, საოკუპაციო ზოლს გადმოღმა, იქ სადაც ქართული იურისდიქციის კონტროლქვეშაა ტერიტორია, კარგავდეს ისეთ ვაჟკაცებს, როგორიც იყო გიგა.

მიმძიმს ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდზე წარსულში საუბარი, მიმძიმს ოჯახისათვის ასე „უსუსურად“ მისამძიმრება, მაგრამ სწორედ ხურჩის 2008 წლის 21 მაისის ინციდენტის დროს ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებული განხორციელებისათვის, როდესაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქართველი მეომრები საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვიცავდით მოსახლეობას, გამასამართლეს და იძულებული ვარ გისოსებს მიღმა საქართველოდან მივუსამძიმრო გიგას ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

მაპატიე გიგა, რომ ვერ დაგიცავი..... დალოცე შენი ერი ზეციური საქართველოდან.... მე გამასამართლეს სწორედ იმისათვის, რომ „დავხარჯე საწვავი და სხვა რესურსი“, როდესაც სამართალდამცველები გავიყვანე ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად... ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალი, რაც მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით „შეიკერა“, ადრე თუ გვიან მიიღებს რეალურ სახეს.... მადლობა უფალს, არასოდეს გამისვრია სისხლით ხელები და მხოლოდ საქართველოს სამსახურში მყოფი, სიკვდილს ვუმზერდით თვალებში, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა მტრისაგან და გიგასთანა ახალგაზრდები მტრის „ლუკმად“ არ ქცეულიყვნენ!!!...

სწორედ სამშობლოს სიყვარულისათვის გვკლავენ და გვასამართლებენ ჩვენდა სამწუხაროდ!!! მაგრამ პირობას გაძლევ ვიცავდი და დავიცავ საქართველოს ინტერესებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.... შენი სულისა და შენი შვილების წინაშე ვდებ ფიცს - ის ჯალათები, რომლებმაც ასე გაგიმეტეს და ამ გამეტების შემდგომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აუღელვებლად, დაუსჯელად გაბრუნდნენ უკან, სწორედ მათ ხელისშემწყობებთან ერთად მკაცრად დაისჯებიან და აგებენ პასუხს ქართველი ერის წინაშე.... ძნელია ტელევიზიით ხედავდე რა ხდება შენს სამშობლოში და „ქართული“ გისოსები გიშლიდეს ხელს მომხვდურისათვის ქართული, ვაჟკაცური პასუხის გაცემაში.... სული მტკივა, რომ ვერ გეხმარებით, მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით.... ვერავინ დააჩოქებს საქართველოს, მით უფრო სამეგრელოს..... ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო!!! საქართველო უპირველეს ყოვლისა“!!!, ღრმა პატივისცემით, პოლკოვნიკი, რომან შამათავა, ქ.თბილისი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება"

 

"30-ანი წლების ანონიმშიკივით რომ გამოდექი და ადამიანის დაჭერას ავედრებ შენს ჩეკისტ მბრძანებელს, სად გაიზარდე, შე სალახანა?!"

 
14 February, 2017
 
2156
 

"ვიცე-პოლკოვნიკო, მიიღე ჩემი სამხედრო სალამი, წინ დიდი გამარჯვებისთვის, ამასაც გავუძლებთ!"

 
24 January, 2017
 
1084
 

"პროფესორო რატიანო, თქვენს ადგილზე თავიდან გადავხედავდი гкчп-ს დეფინიციას, ის წყეული ხალხი მეტს კი არაფერს სჩადიოდა"

 
06 January, 2017
 
1578
 

"საქართველოში მთავრობა და მხედრობა ახალ წელს ზეიმობდა, ხალხი სამეგრელოს ტყეში დაკარგულ პრეზიდენტს გლოვობდა"

 
31 December, 2016
 
510
 

"ფიცს ვდებ ქვეყნის და ამ ბიჭების ოჯახების წინაშე, დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია პროკურატურის მიერ"

 
31 December, 2016
 
4914
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა