ამინდის პროგნოზი

COREPER-მა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილება დაამტკიცა

 
20 December, 2016   3 თვის 4 კვირის წინ
 
394

COREPER-მა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილება დაამტკიცა. "დღეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის დამტკიცება, რომელიც 13 დეკემბერს შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

"თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა"

 
17 April, 2017
 
309
 

"საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება"

 
02 April, 2017
 
397
 

„ერთხელ ერაზმუსელი, ყოველთვის ერაზმუსელი რჩები“: როგორ აახლოებს განათლება საქართველოს ევროკავშირთან

 
31 March, 2017
 
478
 

"2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი"

 
31 March, 2017
 
122
 

ვიზა ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისს ეწვევა

 
31 March, 2017
 
87
 
ყველა მსგავსი სიახლე