ამინდის პროგნოზი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს LIBE-ს კომიტეტი კენჭს 12 იანვარს უყრის

 
20 December, 2016   3 თვის 3 დღის და წინ
 
175

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, კენჭს 12 იანვარს უყრის. ამის შესახებ LIBE-ს კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული.

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილება დღეს დაამტკიცა. 

13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა