ამინდის პროგნოზი

სამხედრო პოლიციიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

 
21 December, 2016   3 თვის 8 საათის და წინ
 
1928

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სამხედრო პოლიცია დღეს 100-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს. შეხვედრაზე, სამხედროებს განუმარტეს, რომ უწყება კადრებს ამცირებს.

რეორგანიზაციის შესახებ ინფომაცია გენერალურ შტაბშიც დაადასტურეს. შეხვედრის შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის იყო მოულოდნელი და უსამართლო.

მათი თქმით, გათავისუფლება ხელმძღვანელობამ სამხედრო პოლიციაში ოპტიმიზაციით და კადრების შემცირებით ახსნა.

"ერთი ხელის მოსმით, ასე უცაბედად, საახალწლოდ დაგვტოვეს ამდენი ხალხი ულუკმაპუროდ. განმარტეს, რომ ჩვენი შტატები საერთოდ გააუქმეს", - განაცხადა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.

გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, რეორგანიზაცია აუცილებლობამ მოითხოვა, შემცირების ერთ-ერთი მიზეზი კი გაბერილი შტატები იყო.

შალვა ჯაბახიძის განმარტებით, ცვლილებები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას არ უკავშირდება, რადგან რეორგანიზაცია სამხედრო პოლიციაში მთავრობის განცხადებამდე დაიწყო.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა