ამინდის პროგნოზი

"ყველასათვის მოულოდნელად, დათო ბაქრაძემ თქვა - უარს ვამბობ პარტიის თავმჯდომარეობაზე"

 
24 December, 2016   3 თვის 3 კვირის წინ
 
4727

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის ორგანიზაციაში მომხდარი ამბის შესახებ წერს.

"წუხელ ჯანყი იყო რაციონალების დიდუბის ორგანიზაციაში. ბოკერია, ბაქრაძე, რატიანი, უბნის კოორდინატორებთან შეხვედრაზე მივიდნენ. ერთმა აქტივისტმა დიდუბის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაფეტვარიძე ლამის სცემა-საიდან მოიტანე, რომ ბაქრაძეს მიშაზე მაღალი რეიტინგი აქვსო. (ბოკერია ჩადგა შუაში)

ყველასათვის მოულოდნელად, დათო ბაქრაძემ თქვა - უარს ვამბობ პარტიის თავმჯდომარეობაზე, ყრილობაზე საერთოდ არ მივალ, სირცხვილის კორიდორში გავლა არ მინდაო.

ასეთი ახირებული ამბები ხდება რაციონალებთან.

p.s.უკლებლივ ყველა კოორდინატორმა მიშას დაუჭირა მხარი", - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.