ამინდის პროგნოზი

რომან შამათავას თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიესაჯა

 
26 December, 2016   3 კვირის 2 დღის და წინ
 
612

კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი რომან შამათავა პასუხისგებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერის დათო ცინდელიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და განზრახ მკვლელობისთვის მიეცა.

გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის აგვისტოში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო. 

ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი შამათავა ცინდელიანს და ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

 

"ფიცს ვდებ ქვეყნის და ამ ბიჭების ოჯახების წინაშე, დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია პროკურატურის მიერ"

 
31 December, 2016
 
4557
 

"დღეს მე ვიხდი ბოდიშს რომას წინაშე - მრცხვენია, რომ ამ სათქმელის გარდა, არაფერი შემიძლია მისი ძვირფასი სიცოცხლის და თავისუფლების დასაცავად!"

 
26 December, 2016
 
1776
 

პროკურატურა რომან შამათავას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 
26 December, 2016
 
152
 

"ციხეში ვნახე, ისევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე წუხს, დამპირდა, მკვლელს მაინც ვაგებინებ პასუხსო, მე მჯერა მისი...."

 
18 December, 2016
 
2981
 

"რუსული მხარე რომან შამათავას გადაცემას ითხოვს, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ვინმეს თავში ეს სისულელე არ მოგივიდეთ"

 
03 June, 2016
 
1400
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა