ამინდის პროგნოზი

პროკურატურა რომან შამათავას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 
26 December, 2016   3 კვირის 14 საათის და წინ
 
146

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ სცნო, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008  წლის  ზაფხულში,  შსს  კონსტიტუციური  უსაფრთხოების  დეპარტამენტის აფხაზეთის   მთავარი  სამმართველოს   უფროსმა  რომან  შამათავამ  განიზრახა  მართლმსაჯულების  გვერდის ავლით, შურისძიების  მოტივით, სიკვდილით დაესაჯა ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერი  დათო  ცინდელიანი  და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა, ვინაიდან მის ხელთ არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი თითქოსდა თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ სამსახურებთან.

რომან შამათავას დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 17 აგვისტოს, ქ. ქუთაისში დააკავეს დათო ცინდელიანი, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ქ.ბათუმში რომან შამათავას  გადასცეს. რომან შამათავამ  თავზე ტომარაჩამოცმული დათო ცინდელიანი კატარღით ზღვაში გაიყვანა და უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან  თავის არეში ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით  დათო ცინდელიანს  მოაბა კატარღის ღუზა და  გადააგდო ზღვაში.

ასევე, 2008 წლის 27 აგვისტოს, რომან შამათავას დავალებით, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მუშაკებმა  ქ.ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება პაატა  ქარდავას და გადასცეს რომან შამათავას, რომელმაც თვალებახვეული და ხელბორკილდადებული პაატა ქარდავა კატარღით გაიყვანა ზღვაში, ფეხზე მოაბა სიმძიმე, უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით კატარღიდან  ზღვაში გადააგდო.

პროკურატურამ რომან შამათავას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის  მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რომან შამათავას განზრახ მკვლელობის ბრალდება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაუკვალიფიცირდა, იგი გამართლდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მკვლელობის გაადვილების მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით რომან შამათავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების 16 წლით აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების  8 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

 

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ

 
16 საათის და 31 წუთის წინ
 
240
 

პროკურატურის თანამშრომლებმა საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში მორიგი აქცია ჩაატარეს

 
04 January, 2017
 
348
 

სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა

 
04 January, 2017
 
334
 

საბი ბერიანისა და ბიანკა შიგუროვას საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

 
03 January, 2017
 
875
 

"ფიცს ვდებ ქვეყნის და ამ ბიჭების ოჯახების წინაშე, დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია პროკურატურის მიერ"

 
31 December, 2016
 
4532
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა