ამინდის პროგნოზი

"დღეს მე ვიხდი ბოდიშს რომას წინაშე - მრცხვენია, რომ ამ სათქმელის გარდა, არაფერი შემიძლია მისი ძვირფასი სიცოცხლის და თავისუფლების დასაცავად!"

 
26 December, 2016   3 კვირის 2 დღის და წინ
 
1775

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე რომან შამათავასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

"ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ბიჭის მიმართ სახელმწიფოს ექნებოდა კრძალვა და პატივისცემა. არ ვიცი, ასე როგორ გავთახსირდით, რომ ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვის, გმირს ჩვენივე ხელით ვასამართლებთ.

დაპყრობილ ქვეყანას ვინ მისცა იმის ფუფუნება, რომ რომა შამათავა დილეგში ლპებოდეს? ასეთი უსამშობლოები როგორ ხართ, რომ შამათავას ცოცხლად აყვანის შემთხვევაში, პუტინის მიერ დაწესებულ ჯილდოს სოლიდარობას უცხადებთ?

მას ამ სამარცხვინო სასჯელით ვერაფერს დააკლებთ. არ მინახავს უფრო მხნე პატიმარი, ვიდრე ის არის. არც შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო, ომში გაზრდილ შვილს დედა რომ ეტყვის - "რომჩიკ, გახსოვდეს, ბრძოლაში ერთი ტყვია სულ თან გქონდეს, მტერს ცოცხალი რომ არ ჩაუვარდე ხელშიო", ასეთ კაცს პატიმრობა ვერაფერს დააკლებს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, თქვე ლაჩრებო, საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას დახვრეტას მშვიდად რომ უყურებთ და სირცხვილისგან შეწუხებული შამათავა ციხიდან ბოდიშს უხდის გარდაცვლილის ოჯახს იმისთვის, რომ პატიმარია და ამიტომ გაბედეს მისი მკვლელობა?

დღეს მე ვიხდი ბოდიშს რომას წინაშე - მრცხვენია, რომ ამ სათქმელის გარდა, არაფერი შემიძლია მისი ძვირფასი სიცოცხლის და თავისუფლების დასაცავად!", - წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

 

"პროფესორო რატიანო, თქვენს ადგილზე თავიდან გადავხედავდი гкчп-ს დეფინიციას, ის წყეული ხალხი მეტს კი არაფერს სჩადიოდა"

 
06 January, 2017
 
1553
 

"საქართველოში მთავრობა და მხედრობა ახალ წელს ზეიმობდა, ხალხი სამეგრელოს ტყეში დაკარგულ პრეზიდენტს გლოვობდა"

 
31 December, 2016
 
477
 

"ფიცს ვდებ ქვეყნის და ამ ბიჭების ოჯახების წინაშე, დავადგენ ყველა გარემოებას, რაც შეგნებულად ბურუსით მოცულია პროკურატურის მიერ"

 
31 December, 2016
 
4557
 

პროკურატურა რომან შამათავას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 
26 December, 2016
 
152
 

რომან შამათავას თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიესაჯა

 
26 December, 2016
 
612
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა