ამინდის პროგნოზი

"რუსეთის შემდგომი სამიზნე - კავკასია და უკრაინა"

 
31 December, 2016   3 თვის 3 კვირის წინ
 
891

"თუ სირიის საკითხი რუსეთ-თურქეთ-ირანმა ბოლომდე მიიყვანეს, რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აქტივობის შემდგომი სამიზნე უკრაინა და კავკასია იქნება", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას.

როგორც გუშინ რუსული მხარის მიერ გახდა ცნობილი, სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და დღეს, 30 დეკემბერს, უკვე ამოქმედდება.

"ახლახან მოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ის, რასაც არა მხოლოდ დიდხანს ველოდით, არამედ რისი დადგომისთვისაც ბევრი ვიმუშავეთ. ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს - პირველი დოკუმენტი ეხება სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ხელი მოაწერეს სირიის მთავრობამ და შეიარაღებულმა ოპოზიციამ. მეორე დოკუმენტი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ღონისძიებებს ეხება, ხოლო მესამე დოკუმენტი შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ეს შეთანხმებები ძალაში შევიდეს და მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს და რეგიონის ყველა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ შეთანხმებას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც ასტანაში გაიმართება.

ამასთანავე, ვლადიმირ პუტინი ეთანხმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებას, სირიაში ფედერაციის სამხედრო ყოფნის შემცირების თაობაზე. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი "რა თქმა უნდა გააგრძელებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მომავალშიც მხარდაჭერას გაუწევს სირიის კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიელი მეამბოხეების შვიდი დაჯგუფებაც დაასახელა, რომლებიც გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდნენ. ესენი არიან: "ფეილაყ აშ-შამ", "ახრარ აშ-შამ", "ჯეიშ ალ-ისლამ", "სუვარ აღი-შამ", "ჯეიშ ალ-მუჯაჰიდინ", "ჯეიშ იდლიბ", "ალ-ჯაბჰათ აშ-შამია". იმ მეამბოხეების საერთო რაოდენობა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდნენ, 60 ათას ადამიანს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ვრცელდება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსა" და "ჯაბჰათ ან-ნუსრას" ტერორისტულ ორგანიზაციებზე.

ცეცხლის შეწყვეტაზე მზაობას გამოთქვამს თურქეთის მხარეც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, "თურქეთი მიზნად ისახავს სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ახალ წლამდე და რუსეთთან ერთად იმოქმედებს, როგორც შეთანხმების გარანტი".

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანმება რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობის წარმატების შედეგია.

"ჩვენ "რეზონანსის" ფურცლებზე ბევრჯერ აღვნიშნეთ დასავლეთის პასიურობის და არასწორი გათვლების შესახებ. უდავოდ, აღნიშნული შეთანხმება რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობის წარმატების შედეგია. ჩვენთან ამ რეალობის აღიარება მოდაში არაა, რაც ასევე დიდი შეცდომაა.

"ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში მხოლოდ რუსეთის კრიტიკით და ახალი სანქციებითაა დაკავებული. მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებებს აკრიტიკებს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მოუწოდებს ამერიკელებს უფრო მეტად შიდა პრობლემებს მიხედონ.

"ფაქტია, რომ სირიაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კრემლი უკვე გარკვეულ ვითარებას დაახვედრებს და დონალდ ტრამპს მოუწევს ამ რეალობის შედეგად დაიწყოს მოქმედებები.

"რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, მას ხელი ასადის დაპირისპირებული ძალების შვიდმა გავლენიანმა საველე მეთაურმა მოაწერა. მათ დაქვემდებარებაში, საერთო ჯამში, 62 ათასი მებრძოლი და დიდძალი სამხედრო ტექნიკაა, მათ შორის ტანკები და არტილერია.

"კრემლმა მოუწოდა სირიის კონფლიქტის და ზოგადად რეგიონის მოთამაშეებს, ერაყს, საუდის არაბეთს და სხვებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება, შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ თუ გავითვალისწინებთ დონალდ ტრამპის პოზიციას, დიდი ალბათობით ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება.

"ყოველივე ეს აძლიერებს რუსეთის გავლენას ახლო აღმოსავლეთში, აძლიერებს ასადის პოზიციებს. სავარაუდოდ, სირიის მომავალი მოწყობის საკითხი რუსეთის და მისი ამჟამინდელი მოკავშირეების სცენარით წარიმართება. ევროპის გავლენა სირიის პროცესებზე, ფაქტობრივად, განულებულია.

"თუ სირიის საკითხი რუსეთ-თურქეთ-ირანმა ბოლომდე მიიყვანეს, რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აქტივობების შემდგომი სამიზნე უკრაინა და კავკასია იქნება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განმარტებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინდელი დანიშვნაც ნიშანდობლივია, სადაც ლავროვის მოადგილედ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალი ანტონოვი დაინიშნა.

"ის საგარეო უწყებაში სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებას გაუწევს კურირებას. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ენერგეტიკის გარდა სამხედრო შემადგენელიც ძლიერდება. ეს გარემოებები კარგად უნდა გაანალიზდეს და გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

გაზეთი "რეზონანსი"

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა

 
17 საათის და 28 წუთის წინ
 
490
 

"კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად"

 
20 April, 2017
 
109
 

"ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება"

 
19 April, 2017
 
183
 

ბაშარ ასადის მეუღლეს შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

 
16 April, 2017
 
1212
 

სირიაში ევაკუირებულთა კოლონაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

 
16 April, 2017
 
1052
 
ყველა მსგავსი სიახლე