ამინდის პროგნოზი

თელავში შუახნის ქალბატონს პიროტექნიკა აუფეთქდა

 
31 December, 2016   3 თვის 2 კვირის წინ
 
1359

თელავში შუახნის ქალბატონს პიროტექნიკა აუფეთქდა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერის ზაზა კოპლატაძის თქმით, პაციენტს მარცხენა ხელის მტევნის დამწვრობა და თითების სრული ამპუტაცია აქვს.

დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.