ამინდის პროგნოზი

ქართველმა და ამერიკელმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წელი ერთად აღნიშნეს

 
01 January, 2017   3 თვის 3 კვირის წინ
 
1845

ახალი წელი ქართველმა სამხედროებმა, ავღანეთში, ამერიკელ თანაბერძოლებთან ერთად იზეიმეს. 

ახალი წლის ღამე მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქმა ქვეთმა ბატალიონმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად (Task Force Tiger), საახალწლო ღონისძიებით აღნიშნა, სადაც მისალოცი სიტყვების, სამხედრო ჯილდოების გადაცემისა და საახალწლო ტორტის გაჭრასთან ერთად, ქართველი სამხედროების მიერ ტრადიციული ქართული ცეკვები შესრულდა.