ამინდის პროგნოზი

ჩილეში ხანძარმა 100 სახლი მთლიანად გაანადგურა

 
03 January, 2017   3 თვის 2 კვირის წინ
 
407

ჩილეს საპორტო ქალაქ ვალპარასიოდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო. 

ცეცხლის ჩაქრობა მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ვერ ხერხდება. 

BBC-ის ცნობით, ცეცხლმა ასი სახლი მთლიანად გაანადგურა. მოქალაქეებს კვამლის გამო, სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. 

გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.