ამინდის პროგნოზი

ყირგიზეთის უშიშროების სამსახური სტამბოლის ტერაქტთან იახა მაშრაპოვის კავშირს არ ადასტურებს

 
03 January, 2017   2 თვის 3 კვირის წინ
 
682

ყირგიზეთის უშიშროების სამსახური სტამბოლის ტერაქტთან იახა მაშრაპოვის კავშირს არ ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ყირგიზეთში დაბრუნების შემდეგ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაშრაპოვი აგენტებმა დაკითხეს და თავდასხმასთან მისი კავშირის მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

თურქი გამომძიებლები კი ვარაუდობენ, რომ ახალი წლის ღამეს კლუბ "რეინაში" ცეცხლი სწორედ მაშრაპოვმა გახსნა. მისი ვინაობა თურქმა გამომძიებლებმა თითის ანაბეჭდებით დაადგინეს. მედიამ მაშრაპოვის ვიდეოც გაავრცელა, რომელის ტაქსიმის მოედანზე მობილური ტელეფონით თავად გადაიღო.

ამ დროისთვის 14 ეჭვმიტანილია დაკავებული. ორი უცხოელი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დღეს აიყვანეს.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა