ამინდის პროგნოზი

ლიტვამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გადაცემაზე უარი უთხრა

 
04 January, 2017   1 თვის 2 კვირის წინ
 
774

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე არ გადასცეს. ამის შესახებ DELFI რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ლიტვური მხარის ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ექსტრადირებაზე უარს საქმის მასალებიდან გამომდინარე აცხადებენ, ვინაიდან მასში პოლიტიკური მოტივი იკვეთება და საქართველოს მიმართ რუსეთის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.

DELFI-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვილნიუსის სამხარეო სასამართლომ უნდა დაადასტუროს. 

ზურაბ მაისურაძე გასული წლის 2 დეკემბერს ვილნიუსის აეროპორტში დააკავეს, სადაც ის კიევიდან ჩაფრინდა. რუსეთი ზურაბ მაისურაძეს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში სდებს ბრალს.

მედიის ცნობით, მაისურაძის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენეს და რამდენიმე დღეში გაუშვეს. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა