ამინდის პროგნოზი

"ყველას გვაქვს ჩვენი წარსული, ჩემს საქციელში საჩოთირო არაფერია“

 
06 January, 2017   2 თვის 2 კვირის წინ
 
240

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მივიდა.

ვასილ მაღლაფერიძემ მის მიმართ პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისი განაცხადებით, ის მის პოლიტიკურ წარსულში პრობლემას ვერ ხედავს.

„ყველას გვაქვს ჩვენი წარსული, ჩემს საქციელში საჩოთირო არაფერია“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური წარსული ყველამ უნდა დაივიწყოს.  

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ლიდერი უნდა გახდეს. მან შესაძლო რეორგანიზაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძირითადი საყრდენი თანამშრომლები იქნებიან, თუმცა ის ცვლილებებს არ გამორიცხავს. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა