ამინდის პროგნოზი

პრემიერის საკადრო შეცდომები

 
06 January, 2017   1 კვირის 3 დღის და წინ
 
585

სამთავრობო ცვლილებების შეცდომები:

პრემიერმა კვირიკაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შედგენისას, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებებისას. დავიწყო იქიდან, როდესაც მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიტანა, ცხადია, მოითვლება რამდენიმე მინისტრი, რომელიც შეიძლება ფავორიტადაც დასახელდეს, მათ შორის კახი კახიშვილი, სოზარ სუბარი და ა.შ. ასევე მესმის პრემიერის მიდგომა ძალოვანების უწყებების პირველი პირების შეუცვლელობაზე, რადგან ეს მიმართულება ძალიან მგრძნობიარეა პირველი პირების ცვლილებებთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომიკური გუნდიდან დაწყებული სხვა არაერთით გაგრძელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.

ეკონომიკური გუნდის ფორმირების შეცდომები:

დღემდე გაუგებარია, რატომ გადატყდა ჯოხი მხოლოდ ნოდარ ხადურზე და რატომ გახდა დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერის შეუცვლელი ფავორიტი. მესმის, რომ დღეს მინისტრობა განსაკუთრებულად რთულია, რადგან უნდა იყო დარგის მმართველიც და ფაბლიქ ადამიანიც, რომელსაც საზოგადოებაში დადებითი იმიჯი აქვს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც გაუგებარი გახდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შეცდომა:

ასევე დღემდე გაუგებარია რატომ დატოვა პრემიერმა ვთქვათ, ევროინტეგრაციის სამინისტრო და რატომ გააუქმა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ესეც იყო დიდი შეცდომა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხშირად გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტებთან მიმართებაში; ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა საზღვრებს მიღმაა წასული, მთელ რიგ პროცესებს ვერ ქმნის მხოლოდ საელჩოები თუ საკონსულოები, არის უამრავი თემა, რომელსაც დიასპორასთან განსაკუთრებული ურთიერთობა სჭირდება; სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემცირება ერთ-ერთი დეპარტამენტის დონეზე, ეს არის მესიჯი, როგორ აღიქვამს საქართველოს სახელმწიფო თავის თანამემამულეებს, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ამით განუცხადა დიასპორას, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი ჩვენი დიასპორა აღარაა.

მმართველი ძალის დაკომპლექტების შეცდომები:

მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა პრემიერმა ე.წ. ახალ სახეებთან მიმართებაში. პირადად, მე, დიდი მოლოდინი მქონდა, იმიტომ, რომ... აი, მაგალითად, პირობითად ვოლსკი არ უნდა იყოს უფრო შემტევი ან ენერგიული ან უფრო ძლიერი პიროვნება, ვიდრე ახალი სახეებია, ახალგაზრდები, იმიტომ, რომ პირობითად, ძველი სახეები, ვოლსკი იქნება თუ სხვა, უკვე ბევრ წელ გამოვლილია, ის შეიძლება უფრო კონფორმისტიც კი ყოფილიყო, უფრო რუტინა, რაღაცეებზე მორგებული და ა.შ. აი, ახალგაზრდა სახეები კი უფრო ენერგიულები უნდა იყვნენ, უფრო ნაკლებად კონფორმისტები, შეუპოვრები და მებრძოლი ადამიანები და როდესაც ხედავ, რომ ახალმა სახეებმა რეალობასთან კავშირი უფრო მეტად დაკარგეს სახე ერთ კვირაში, ვიდრე სააკაშვილმა ცხრა წლის თავზე თუ შევარდნაძემ თორმეტი წლის თავზე, ეს ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. 

თითქმის არცერთი ახალგაზრდა სახე „ქართულ ოცნებაში“ არ არის ამ პარტიის ძველ სახეებზე ეფექტური და ეფექტიანი. თითქმის ყველა მათგანი ბევრად უფრო კონფორმისტი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული გამოდგა პარლამენტში შესვლისთანავე. „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები თავის თავს, მებრძოლობას მაინც უფრო აჩვენებდნენ, ვიდრე გარედან აღმოჩენილი ადამიანები, პარტიის წევრები ცეცხლის ხაზზე იდგნენ, იბრძოდნენ, მაშინ როდესაც ახალი სახეების დიდი ნაწილი ძველი ხელისუფლების სამსახურში იდგა მშვიდად და ა.შ. ახლა რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ ახალ სახეებში, არსებითად ყოფნა-არ ყოფნის რეჟიმში თუ არიან. 

ჩემი აზრით, ე.წ. ახალმა სახეებმა „ქართულ ოცნებაში“ ბევრად უფრო ვერ გაამართლა, ვიდრე ძველმა პარტიელებმა. ეს ყველაფერი კი პრემიერის, როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერის მხრიდან, შეცდომებია, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, პარტიაშივე ეძება და წინ წამოეწია სახეები ან მიეწვია  სახეები, რომლებიც ერთ ფასეულობით და მიზნობრივ სივრცეში იდგნენ მათთან, არამედ საპარლამენტო სია შეადგინა უცნაურად გავლენის ჯგუფებისა თუ შიდა კლანების ლობირების გზით. ამ შედეგებს მმართველი ძალა უკვე იმკობს და უარესადაც მოიმკის მომავალში. 

 

 

 

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი

 

"ამგვარი გულგრილობა მეტი ეჭვის შექმნას გამოიწვევს შესაბამისი უწყებების კუთხით და დასახელებულ რისკთან მიმართებაში"

 
11 საათის და 47 წუთის წინ
 
237
 

"ვიცე-პოლკოვნიკს სასულიერო პირთან საუბრისას აღუნიშნავს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსზე შეიარაღებულ თავდასხმას აიძულებდნენ"

 
15 January, 2017
 
1367
 

"კვლავ შეცდომებს უშვებთ, ბატონო პრემიერო, ეს თქვენი საბოტაჟის პროცესია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეგიწიროთ"

 
11 January, 2017
 
666
 

"თუ პრემიერი არ იქნება განსაკუთრებული სიფხიზლითა და სიფრთხილით, ქვეყნისთვისაც და მისთვისაც 2017 წელი საკმაოდ ნეგატიურად დასრულდება"

 
26 December, 2016
 
505
 

"სამწუხაროდ, მე ვერც ჩემი თავის დაცვა შევძელი და ვერც მას შემიძლია დავეხმარო გარდა იმისა, რომ აზრი გამოვთქვა"

 
12 December, 2016
 
707
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა