ამინდის პროგნოზი

"საბჭომ გენერალურ დირექტორად დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია"

 
06 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
421

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად“, - ამის შესახებ ზვიად ქორიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად ქორიძემ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა.

„ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა არა ზოგადად პოლიტიკურ პრეფერენციებზე, არამედ თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ საბჭოსაც არ უქმნის ეს უხერხულობას. ჩვენ, პრაქტიკულად, შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა