ამინდის პროგნოზი

"შესაძლოა, ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები მაღლაფერიძის პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით"

 
06 January, 2017   2 თვის 2 კვირის წინ
 
214

ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აფასებს და აცხადებს, რომ ვასილ მაღლაფერიძეს მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს და ამას ემატება ღიად გამოთქმული პოლიტიკური პრეფერენციები.

სწორედ ამიტომ, ანა დოლიძის თქმით, შესაძლოა, ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები „მაღლაფერიძის მისწრაფებებთან და მის პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ საზოგადოებრივ არხზე, რომ გადავრთავთ, სიმართლესთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს არხი იმაუწყებლებს. საზოგადოება, ბუნებრივია მის მოღვაწეობას მიკროსკოპით დააკვირდება“, - განაცხადა ანა დოლიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა