ამინდის პროგნოზი

"პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასდროს არავის აუყვანია"

 
07 January, 2017   1 თვის 2 კვირის წინ
 
379

გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია, ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

"ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ. ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით... ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: "ჩვენთან არს ღმერთი”), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია,  ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.

პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!" - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა