ამინდის პროგნოზი

ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო სტამბოლის ათათურქისა და გოგჩენის აეროპორტებში ფრენები შეჩერებულია

 
07 January, 2017   3 თვის 2 კვირის წინ
 
293

ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოგჩენის აეროპორტებში ფრენები შეჩერებულია.

უამინდობის გამო გაუქმდა თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი ორი ავიარეისიც, რომელიც თურქეთის ავიახაზებს უნდა შეესრულებინა.

ათათურქის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.