ამინდის პროგნოზი

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად დააკისრეს

 
07 January, 2017   2 თვის 2 კვირის წინ
 
1768

დაზვერვის სამსახურებმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად დააკისრეს. ამის შესახებ საუბარია 25 გვერდიან ანგარიშში, რომელიც სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს.

სამი უწყების შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა გასცა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანიის დაწყების ბრძანება, რომლის მიზანიც იყო, დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობის დაკარგვა, ჰილარი კლინტონის ცილისწამება და მისი პრეზიდენტად არჩევის შანსისთვის ზიანის მიყენება.

ანგარიში უკვე გააცნეს არჩეულ პრეზიდენტ დონალტ ტრამპს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

დასკვნას გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტიც. ABC-სთან ინტერვიუში ბარაკ ობამამ სინანული გამოთქვა, რომ რესპულბიკელთა ნაწილს ვლადიმერ პუტინის უფრო სჯერა, ვიდრე თანამოქალეების, რადგან ისინი დემოკრატები არიან. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა