ამინდის პროგნოზი

ალილოს მსვლელობიდან მიღებული შემოწირულობების დარიგება 9 იანვარს დაიწყება

 
07 January, 2017   1 კვირის 2 დღის და წინ
 
161

9 იანვრიდან ალილოს მსვლელობის შედეგად შეგროვებული შემოწირულობების დარიგება ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში დაიწყება.

ალილოს მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლით დასრულდა. დღის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებმა შემოწირულობა და ტკბილეული გაიღეს. დღის ბოლოს კი შემოწირულობები სამების ტაძარში მიიტანეს.

სამების ტაძარში მისვლამდე ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. პრეზიდენტმაც მათ საჩუქრები დაახვედრა.

მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე პარლამენტის წევრებმა.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა