ამინდის პროგნოზი

ძლიერ ყინვებს ევროპაში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 
08 January, 2017   3 თვის 2 კვირის წინ
 
477

ძლიერ ყინვებს ევროპაში სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მიგრანტები და უსახლკაროებიც არიან. 

ათი ადამიანი პოლონეთში დაიღუპა, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 14, ზოგიერთ რეგიონში კი მინუს 20-გრადუსამდეც კი დაეცა.  

იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში კი დიდთოვლობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.  

გერმანიის სამხრეთით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურამ მინუს 26 გრადუსი შეადგინა, რის გამოც საავტომობილო გზები ლიპყინულით დაიფარა. 

გასული ღამე ყველაზე ცივი აღმოჩნდა ჩეხეთისთვისაც, სადაც ყინვის გამო პრაღაში, სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

უამინდობის გამო სულ მცირე სამი მიგრანტი დაიღუპა ბულგარეთშიც. 

ბოლო დღეების განმავლობაში, ყინვა რეკორდული აღმოჩნდა მოსკოვისთვისაც, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსზე ქვემოთ ჩამოვიდა.