ამინდის პროგნოზი

უამინდობის გამო ათათურქის აეროპორტიდან რეისები კვლავ ვერ სრულდება

 
08 January, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
223

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაგეგმილი ორი რეისი გაუქმდა.

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტიდან უახლოეს საათებში ორი რეისია დაგეგმილი და ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა ფრენა თბილისის მიმართულებით.

„ღამით იყო ერთი რეისი, რომელიც გაუქმდა, ასევე გაუქმდა დღეს დილით დაგეგმილი რეისი. დღის განმავლობაში გრაფიკში არის ჩასმული რეისები.უახლოეს საათებში ორი რეისია დაგეგმილი. საუბარია ათათურქის აეროპორტზე, რაც შეეხება საბიჰა გოგჩენის სახელობის აეროპორტს, აღნიშნული აეროპორტიდან რეისები სრულდება“,- განაცხადეს აეროპორტის პრესსამსახურში.

"ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, დღეს ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი განხორციელდება.

მისივე განცხადებით, რეისების გაუქმების გადაწყვეტილება თავად ათათურქის აეროპორტის ადმინისტრაციამ მიიღო.

„გაუქმდა პარასკევის რეისი. გუშინ ჩვენი ავიაკომპანიის რეგულარული რეისი არ იყო დაგეგმილი. რეისი დაგეგმილია დღეს, თუმცა ამინდთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა. 

არამხოლოდ „ატლასგლობალის“, არამედ სხვა ავიაკომპანიების 100-ობით რეისი გაუქმდა. 

პარასკევს გაუქმდა სტამბოლიდან დაგეგმილი რეისი თბილისისა და ერევნის მიმართულებით. რამდენიმე რეისი, რომელიც ტრანზიტული იყო და ევროპიდან სტამბოლში უნდა განხორციელებულიყო, ვერ განხორციელდა. ნაწილი რეისებისა შესრულდა იზმირში, ნაწილი კი ანტალიაში ჩაფრინდა.

დღეის მდგომარეობით, ყველა ის მგზავრი, რომელიც ტრანზიტული იყო სტამბოლში, მათი ნაწილი სასტუმროებში განთავსდა, ნაწილს რომელსაც თარიღის ცვლილება ან თანხის ანაზღაურება სურდა, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. დღეს, თუკი ამინდი შესაძლებლობას მისცემს, რეისები განხორციელდება. თავად ათათურქის აეროპორტის მოთხოვნით იქნა რესიები გაუქმებული“,- განაცხადა თანდაშვილმა.

სტამბოლიდან ფრენების გაუქმების მიზეზადაც უამინდობა, კერძოდ კი ძლიერი თოვა სახელდება. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა