ამინდის პროგნოზი

სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

 
08 January, 2017   3 თვის 1 კვირის წინ
 
334

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფელ შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის  მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ღამით, სოფელ შორაპანთან  გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა,  რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.

გზის სავალ ნაწილზე  ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15-მდე ერთეული სპეცტექნიკა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, განსაკუთრებული მადლობას  უხდის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს: მოვლა-შენახვის კომპანიას „ბორანს“, კომპანია „ტოდინს“, კომპანია „ბლექ სი გრუპს“ და კომპანია „ბორან მაინინგს“.

 

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

 
20 February, 2017
 
100
 

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

 
19 February, 2017
 
164
 

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

 
18 February, 2017
 
158
 

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

 
17 February, 2017
 
200
 

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

 
13 February, 2017
 
113
 
ყველა მსგავსი სიახლე