ამინდის პროგნოზი

კომპანია “დირსის” სახე მერაბ ნინიძე გახდა – განძის ძიება და საქველმოქმედო ფონდის მიზნები

 
10 January, 2017   6 დღის და 1 საათის და წინ
 
127

სამშენებლო კომპანია “დირსის” საიმიჯო სახე ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თუ სარეკლამო რგოლების აქტიური მონაწილე და “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის ხშირი სტუმარი იქნება.

როგორც “სითი კვირას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, არჩილ თავბერიძემ განუცხადა, მერაბ ნინიძესთან თანამშრომლობა წელს დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება.

მისივე თქმით, საიმიჯო სახის შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი. ცნობადობის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სხვა დეტალებიც, კერძოდ, რომელი თაობის წარმომადგენელია, რა სტატუსი აქვს, რამდენად პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რამდენად შეესაბამება მისი ტიპაჟი ბრენდის იმ ტიპაჟს, რომლის განვითარებასაც გეგმავენ და სხვა. 

“ამ რთული პროცესის შემდეგ, საბოლოოდ მივედით მერაბ ნინიძემდე. მოლაპარაკებების პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, საკმაოდ სწრაფად დაგვთანხმდა. მას ჩვენგან საჩუქრად გადაეცა ბინა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში”,- აცხადებს არჩილ თავბერიძე.

მისივე ინფორმაციით, თავად საცხოვრებელი კომპლექსი სრულად მოიცავს 46 ჰა. მიწის ფართობს, თუმცა, ამჟამად მშენებლობა მხოლოდ 10 ჰა-ზეა დასრულებული.

2017 წელი კომპანიამ საქველმოქმედო ღონისძიებით დაიწყო, რისთვისაც მერაბ ნინიძე თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. კერძოდ, 6 იანვარს “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლო-საშობაო განწყობამ მოიცვა. პატარებისთვის მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც გასართობი პროგრამები და უამრავი სიურპრიზი მოამზადეს. თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი, ელფები და ყველასთვის საყვარელი სხვა პერსონაჟები ბავშვების საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ. ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრებიც ჰყავდა: ორგანიზაცია „ადამიანი, ოჯახი, საზოგადოების“ აღსაზრდელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მოზარდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. საღამო მუსიკალურად გააფორმა “გუფილენდმა” და ღონისძიების სტუმრებს ლამაზი დღის ლამაზი დასასრული უზრუნველყო.

“დირსის” მომხმარებლისთვის დღის მთავარი სიურპრიზი იყო სპეციალური ინტელექტუალურ-სპორტული კონკურსი – “განძის ძიება”, რომლის ექვსმა იღბლიანმა მონაწილემ სოლიდური პრიზები მოიპოვა. პირველ ეტაპზე, მონაწილეებს, სპეციალურად შედგენილი, ერთნაირი ლაბირინთი დაურიგდათ, რომლითაც განძის კორპუსი უნდა ეპოვათ. კორპუსში მისულებს კი ახალი თავსატეხი განძის სართულებისკენ გზას მიასწავლიდა. თითო პრიზი, ჩაკეტილი ზარდახშის სახით, სხვადასხვა სართულის ერთ-ერთ ბინაში იყო დამალული. თითოეულ ყუთში პრიზის შესაბამისი, სიმბოლური ნივთი იდო. მოპოვებული ზარდახშები კონცერტის მსვლელობისას, მერაბ ნინიძესთან ერთად გახსნეს. სულ 6 პრიზი გათამაშდა: ბორჯომის „ქრაუნ პლაზაზე“ დაუვიწყარ დღეებს ვასილ ონიანი გაატარებს; ლოპოტას ტბაზე ხათუნა დოგუზაშვილი დაისვენებს ოჯახთან ერთად; ტურისტული სააგენტო “Next Travel”-ის 2000 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერის მფლობელი ირმა ბერაია გახდა; ტექნიკის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი დიანა კვინიკაძეს გადაეცა; ავეჯის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი მერაბ დუკაშვილმა მოიპოვა; სუპერ პრიზი, ავტომობილი “Kia Rio” – ს გასაღები კი საზეიმოდ დავით ჯიჯავაძეს გადასცეს. არჩილ თავბერიძის ინფორმაციით, საახალწლო აქციის ფარგლებში, ფასდაკლება15 იანვრამდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელმა კომპლექსმა – “დირსი”, საქველმოქმედო ფონდი ორი თვის წინათ შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამშენებლო ბიზნესში ეს უპრეცედენტო ფაქტია. ამ ეტაპზე, ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებად, აუცილებელი პირველადი საჭიროების მქონე ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრა.

წინასაახალწლოდ ფონდმა საკვები და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტებით, რამდენიმე ოჯახი გაახარა.

ასევე, აქციის ფარგლებში, “დირსის” ფონდი, მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსთან” ერთად, ბავშვთა სახლ “რწმენას” ეწვია და საკვებ პროდუქტებთან და ტკბილეულთან ერთად, ნაძვის ხე გადასცა, რომელიც პატარებთან ერთად ადგილზევე მორთეს. “ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორატიულ, სოციალურ პასუხისმგებლობას, ამ მხრივ, არაერთ ღონისძიებას ვმართავთ, თუმცა ამის აფიშირებას არ ვახდენთ. რამდენიმე თვის წინ დავაფუძნეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც ფინანსური რესურსი ბინების გაყიდვიდან შემოსული თანხით გენერირდება. საქველმოქმედო აქციებს გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ კომპლექსის ტერიტორიაზე და ვცდილობთ, სოციალურად დაუცველი თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩავრთოთ. პირველ ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება გავმართეთ სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების მონაწილეობით. მომავალშიც ვაპირებთ გავაფართოვოთ ასეთი საქმიანობა. ეს საკმაოდ კარგი პრეცედენტია, თუ სხვებიც გამოიჩენენ მსგავს ინიციატივას და შექმნიან საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ძალიან კარგია, როდესაც კარგ საქმეში პირველი ხარ”,- განაცხადა “სითი კვირასთან” საუბრისას არჩილ თავბერიძემ.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა