ამინდის პროგნოზი

საქართველოში მარცვლეული კულტურების თესლის სერტიფიცირების პროცესი დაიწყო

 
10 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
122

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყო.

მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 76 სერტიფიკატი და 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. ასევე შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა.

სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

 

სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსში ბოსტნეულის წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება

 
05 February, 2017
 
137
 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 
25 January, 2017
 
66
 

ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

 
28 December, 2016
 
116
 

ესპანეთიდან ხეხილოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა გაზაფხულიდან დაიწყება

 
27 December, 2016
 
211
 

საქართველოში ქარსაფარი ზოლების გაშენების, რეაბილიტაციის და მოვლა-პატრონობის საკითხები განიხილეს

 
22 December, 2016
 
132
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა