ამინდის პროგნოზი

"დაჭერა გინდათ? დამიჭირეთ, მზად ვარ"

 
10 January, 2017   1 კვირის 4 დღის და წინ
 
1606

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გასული წლის 15 აგვისტოს გავავრცელე ე.წ.ცოცხების კადრების სრული ვერსია.

კაპიტანმა ეკა გიგაურმა და ამხ.უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე ვიყავი.

კადრების წარმომავლობის თემა გარკვეულია. (ვლადიმერ ბედუკაძე)

ხვალ, 12:00 სთ-ზე განმეორებით დაკითხვაზე ვარ დაბარებული.

რუსული სპეცსამსახურების 2012 წლის აფერა გაშიფრულია. ცხადზე ცხადია, რომ ცოცხების სცენა დადგმულია!!!!რომ ვიცოდე ხვალ ბრალს წამიყენებენ და დამიჭერენ - დღესაც იგივეს გავაკეთებდი - სრულ კადრებს მაინც გავავრცელებდი !!!!

ეს ბრძოლაა ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ !!!

დაჭერა გინდათ - დამიჭირეთ - მზად ვარ!!!!!!", - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა