ამინდის პროგნოზი

ამერიკის პრეზიდენტი ხალხს დაემშვიდობა

 
11 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
190

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ამერიკელ ხალხს მიმართა და დემოკრატიის დაცვისაკენ მოუწოდა.

"ამერიკა უკეთესი და უფრო ძლიერი ადგილია, ვიდრე რვა წლის წინ. დემოკრატიას ემუქრება საფრთხე, როდესაც ჩვენ ის ნაბოძები გვაქვს, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას და თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შეიტანოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში”, - განაცხადა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, უსმინონ და ყურადღება მიაქციონ ერთმანეთს.

აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი პირველად 2008 წელს აირჩიეს. მომდევნო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მართვას 20 იანვრიდან დაიწყებს. 

როგორც ბარაკ ობამამ მხარდამჭერებს განუცხადა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ამერიკული დემოკრტიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა