ამინდის პროგნოზი

"კვლავ შეცდომებს უშვებთ, ბატონო პრემიერო, ეს თქვენი საბოტაჟის პროცესია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეგიწიროთ"

 
11 January, 2017   5 დღის და 18 საათის და წინ
 
665

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

"როდესაც ვუყურებ ზოგჯერ პრემიერი რა თემებზე აკეთებს განცხადებას, გარდა მის მიმართ საბოტაჟისა, რაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობ, ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს და იძულებულია განცხადებები მხოლოდ თავად აკეთოს, ნაცვლად მთელი რიგი გადანაწილებისა.

ბატონო პრემიერო, მე არ ვიცი, თქვენ ვინ გყავთ მრჩევლებად, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ, ამის მიხვედრა არც ისე ძნელია; თქვენ იმავე შეცდომებს უშვებთ, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უშვებდა. შემდეგ ივანიშვილიც, თუმცა ივანიშვილი სახელისუფლო იერარქი აღარ იყო და შედარებით უვნებელი იყო ზიანი, მხოლოდ იმიჯის დონეზე - ეს შეცდომა ყველა განცხადების საკუთარ თავზე აღებაა.

არსებობს განცხადებებით მთელი წყება, რომელიც პრემიერმა არ უნდა გააკეთოს, ამისთვის არსებობენ მთავრობის სხვა წევრები, ამისთვის არსებობენ დეპუტატები, ამისთვის არსებობს პარტია და ა.შ.

თუმცა, ფაქტია, რომ ბატონი პრემიერი მთავრობაშიც განმარტოებულად მოჩანს, პარლამენტის სახელისუფლებო წარმომადგენლობაზე პარტიის ლიდერ კვირიკაშვილს არანაირი გავლენა არ აქვს, ხოლო პარტია "ქართული ოცნება" კი მიჩქმალულია.

კვლავ შეცდომებს უშვებთ, ბატონო პრემიერო. მეტი სიფხიზლისკენ მოგიწოდებდით. არჩევნებამდე თქვენი განცხადებები არაადეკვატური არ ყოფილა, არჩევნების შემდეგ კი თქვენი განცხადებების არაადეკვატურობამ მკვეთრად მოიმატა და ამის მოდერატორები თქვენს გარშემო უნდა ეძებოთ, ეს თქვენი საბოტაჟის პროცესია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეგიწიროთ", - აცხადებს გამზარდია.

 

"ამგვარი გულგრილობა მეტი ეჭვის შექმნას გამოიწვევს შესაბამისი უწყებების კუთხით და დასახელებულ რისკთან მიმართებაში"

 
11 საათის და 47 წუთის წინ
 
237
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა

 
12 საათის და 35 წუთის წინ
 
87
 

პროექტ "ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს

 
15 საათის და 14 წუთის წინ
 
77
 

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს, მათ მთავრობებს"

 
15 საათის და 33 წუთის წინ
 
341
 

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება

 
17 საათის და 30 წუთის წინ
 
89
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა