ამინდის პროგნოზი

მიხეილ ჯანელიძე თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

 
11 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
293

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს თურქეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში სახელმწიფოს პრიორიტეტებსა და მიზნებზე. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტის საქმიანობაში მეტ ჩართულობასა და კოორდინაციას დაპირდა. 

შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ღონისძიებას თურქეთში  საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა