ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთავრობა "გაზპრომის" წინადადებას დათანხმდა

 
11 January, 2017   5 დღის და 1 საათის და წინ
 
433

საქართველო "გაზპრომთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს - განცხადება ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. მინისტრი განმარტავს, რომ პირველი წლის განმავლობაში, 2017 წელს საქართველო გაზის გატარების სანაცვლოდ ნაწილობრივ ნედლეულს და ნაწილობრივ გარკვეულ თანხას მიიღებს. 

2018 წლიდან კი მაგისტრალური გაზსადენით გატარებული გაზის ნაცვლად ქვეყანა სრულად ფინანსური ანაზღაურების ფორმაზე გადავა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია კიდევ რა საკითხებზე შედგა შეთანხმება, მან მხოლოდ ის განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10%-ის გარდა ბუნებრივი აირი დამატებით დასჭირდება, მას  გასაყიდ ფასზე ნაკლებ თანხად რუსეთიდან 215 დოლარის ნაცვლად 185 აშშ დოლარად შეიძენს. 

"ამ ხელშეკრულებით, მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშრისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ დაახლოებით ვიღებთ იმავე შედეგს, რაც ნედლეულით ანაზღაურების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. საჭიროების შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები, რადგან, თქვენ იცით, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება, ფასი 215 დოლარის ნაცვლად იქნება 185 დოლარი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე უცნობია როდის მოეწერება ხელშეკრულებას ხელი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და გაზპრომ-ექსპორტს შორის უნდა გაფორმდეს. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის სამუშაო შეხვედრა 10 დეკემბერს მინსკში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა