ამინდის პროგნოზი

თენგიზ ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

 
11 January, 2017   5 დღის და 13 საათის და წინ
 
110

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის დავალებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კესტუტის იანკაუსკასს, მისიის პოლიტიკურ მრჩეველს გრზეგორგ ჯაზოვსკის, მისიის ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილეს ჰელენ კრიგერს და ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და  საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთში ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს  და იმ ქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხორციელდება. 

"ამის შესახებ უკვე იყო პრეზიდენტის განცხადება და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი და საერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ საშუალება ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება.

ეს არ არის პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელსაც ვღებულობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უაღესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი მონიტორების უშუალო ჩართულობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღესდღეობით  საოკუპაციო ძალები არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილზე ჩაატარონ მონიტორინგი, მაგრამ მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება იმისათვის, რომ ეს საკითხი ფართოდ იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობაში.

 

"მივიღეთ ის მექანიზმი, რომლიც კიდევ უფრო შეამოკლებს გზას იმ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რაც უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს"

 
07 December, 2016
 
205
 

"მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი"

 
24 November, 2016
 
117
 

თენგიზ ფხალაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში შეხვდა

 
09 November, 2016
 
74
 

"უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის"

 
08 November, 2016
 
132
 

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი GMF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

 
07 November, 2016
 
123
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა