ამინდის პროგნოზი

მიხეილ ჯანელიძე რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ირანს ეწვია

 
11 January, 2017   1 კვირის 3 დღის და წინ
 
126

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის მიზანს ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრმა შეხვედრა გამართა  თავის ირანელ კოლეგასთან მუჰამედ ჯავად ზარიფთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა