ამინდის პროგნოზი

"ჩვენი არჩევანი მაინცდამაინც დიდი არ იყო"

 
11 January, 2017   3 თვის 1 კვირის წინ
 
362

საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომის" პირობების დათანხმებაზე იმის შესახებ, რომ ქვეყანა სომხეთისკენ ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებაზე გადადის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს.

„დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა. ბატონმა კახიმაც ბრძანა და მეც ვადასტურებ, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან დიდ განსხვავებასთან არ გვაქვს საქმე და ამიტომ, დრამატიზირებულ ფორმაში წარმოჩენა ყველაფრის რაღაც ქართული ოპოზიციური აზროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი თემაა და აქაც მემგონი ამასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა რომან კაკულიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

კაკულიას თქმით, იმის გათვალისწინებთ, რომ რუსეთი აღარ აპირებდა ძველი ხელშეკრულების პირობების გაგრძელებას, საქართველოს დიდი არჩევანი არ ქონდა და ამგვარი გადაწყევტილება ყველაზე პოზიტიური იყო.

„რუსები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ პირობებით გაგრძელებას ამ ხელშეკრულების. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი მაინცდამაინც დიდი არ იყო და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს იყო ჩვენთვის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად პოზიტიურად წარმართული ხელშეკრულების დასრულება მოლაპარაკებაზე,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ისინი შეეცადნენ მიეღწიათ იმისთვის, რომ ფასი, რომელსაც საქართველო მიიღებს, რომელიც იქნება აირის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.

„როდესაც ის არ გეთანხმება, რომ მოგცემს ნატურალურად თვითონ გაზს და არის მოთხოვნა, რომ უნდა მოხდეს ფასის გადახადა და რჩება ერთადერთი ალტერნატივა, ეს ფასი იყო მისაღები. მემოგნი მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო. თუ დავიწყებთ საუბარს კონკრეტიკაზე, აქ არავითარი ტრაგიკული არ მომხდარა დამერწმუნეთ", - აღნიშნა კაკულიამ.