ამინდის პროგნოზი

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სასამართლომ სამივე ეპიზოდში გაამართლა

 
11 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
485

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი სასამართლომ სამივე ეპიზოდში გაამართლა. 

სახელმწიფო ბრალდება ყოფილ მაღალჩინოსანს ერთ მილიონ დოლარამდე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებოდა. 

გამოძიების ვერსიით, 2008 წლამდე ნიკოლაიშვილმა ჰესების რეაბილიტაციისთვის იაპონური კომპანიისგან კრედიტი აიღო, თუმცა თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. 

მამუკა ნიკოლაიშვილი ბრალს არ აღიარებდა და მას ინტერპოლით ეძებდნენ. გამამართლებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოიღებენ და შესაძლოა, ის საქართველოში დაბრუნდეს. 

მოსამართლის განაჩენს სავარაუდოდ, პროკურატურა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა