ამინდის პროგნოზი

ე.წ ბოკერიას გუნდის წევრები ხვალ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრებენ

 
11 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
199

ე.წ ბოკერიას გუნდის წევრები ხვალ, 15:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრესკონფერენციაზე „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებს განმარტავენ. 

გაკეთდება თუ არა განცხადება ე.წ. ბოკერიას გუნდის მიერ პარტიის ოფიციალურად დატოვების შესახებ, გიგი წერეთელი ამ თემაზე დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს, რომ პრესკონფერენციის შინაარსი "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის მიზეზებს შეეხება.

ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები კი ვარაუდობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ე.წ. ბოკერიას გუნდი ოფიციალურად 12 იანვარს გავა.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა