ამინდის პროგნოზი

პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

 
11 January, 2017   3 თვის 1 კვირის წინ
 
673

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც დღეს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

მინდია გოგოჭური პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის მაშო ჩიჩუას მეუღლეა.