ამინდის პროგნოზი

უკრაინის ხელისუფლება ახალ ელჩს საქართველოში უახლოეს დღეებში გამოგზავნის

 
25 January, 2017   3 თვის 1 დღის და წინ
 
739

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი იქნება. 

აღნიშნული ინფორმაცია Frontnews-ს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

Frontnews-ის ინფორმაციით, ახალი ელჩი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა.

60 წლის იგორ დოლგოვს სხვადასხვა დროს არაერთ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის 2010-2015-წლებში იყო უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ნატო-ში, ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მას აფასებენ როგორც საუკეთესო დიპლომატს.

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობიდან 2015 წლის ივნისში გაათავისუფლება. დღემდე ელჩის მოვალეობას გიორგი ნაზაროვი ასრულებს.