ამინდის პროგნოზი

"გამორიცხული არაა, მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციითაც"

 
13 March, 2017   1 თვის 2 კვირის წინ
 
3523

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც მისი გვარი ფიგურირებს.

"გამოიყვანეთ დეკანოზ მამალაძის ადვოკატები, მაგრად უნდა დავცინო. დღის გეგმა როგორც კი შევასრულე, მერე გადავავლე იმ „ჩანაწერს“ თვალი, გემრიელად ვიცინე კიდეც, თქვე კაი ხალხო, ეგრე უნიჭოდ შეთხზული ამბის ღირსი ვარ მე? რამე უფრო ნიჭიერად ვერ მოიფიქრეთ მამა მამალაძემ, ფანცულაიამ და რამიშვილმა? 

აქ მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს, პირველი, რომ ჩანაწერი ახლაა შექმნილი, იციან ადვოკატებმა, რომ დეკანოზის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ, პირიქით, შეიძლება ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს (ჩემი აზრით) და ამიტომ საინფორმაციო ომს მიმართავენ, ჰოდა, ახლა ცდილობენ, მე მომადგნენ, რადგან საჯაროობა ამ თემისა ჩემგან წამოვიდა, ჰოდა პრიმატული გათვლაა, რომ ჩემი დისკრედიტაციით ჩემს სიტყვას ფასი დაუგდონ; მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ როგორც კი მე მოსაზრება გავავრცელე, ეგრევე „ალიბ“ ჩანაწერი შექმნეს, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

ჩნდება შეკითხვა, რატომ არ გამოაჩინეს ეს აქამდე? - იმიტომ, რომ ამ „ჩანაწერის“ მთელი ეს ტყუილია და და ფანტასმაგორია, ვერ შემდგარი ბესტსელერისა, მხოლოდ ყველაზე უარეს მდგომარეობაში გამოეყენებინათ, ჰოდა, დადგა ეს დროც და „გამოიყენეს“...

ძვირფასო ადვოკატებო, ერთი რომ პათეტიკურად კითხულობდით ამ „საუბარს“ მამა გიორგისა და ვიღაც უცხო ადამიანს შორის, მეორე კი გარბოდა მედიაში, ერთ-ერთ რეიტინგულ გამოცემაში დასაბეჭდად, აბა, ახლა დაეწყვეთ და მწყობრად მიპასუხეთ ამ კითხვებზე და გარემოებებზე:

1. მამა გიორგის ჩემი წერილი აღმოუჩენია apsni.ge-ზე, მის ადგილას. ეგ წერილი, დავაზუსტოთ, მოსაზრება - ჩვენმა რამდენიმე  საიტმა გაავრცელა და რაღა apsni-ში ეძებდა მამაო? თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც?

2. თუ მამა გიორგის ხელი არ გეშლებოდათ ჩემი წერილით რამეში, რატომ მიიქცია ასე თქვენი ყურადღება? წლებია, ათას თემაზე ვდებ პოსტს, ეს ხომ სტატუსი იყო, მედიისათვის მიცემული ინტერვიუც კი არა, თქვენ კი ამ თემაზე ორჯერ მიზანმიმართულად ისაუბრეთ თითქოსდა ტელეფონში ვიღაც უცხო მამაკაცთან? რატომ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ამ დროს თქვენ, არც სხვამ და არც მე,  არც იცოდით, რომ მიყურადება ხორციელდებოდა თურმე თქვენზე, ამიტომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პატრიარქის სიცოცხლის შესაძლო ლიკვიდაციაზე ალაპარაკდა 8 თებერვლის მონაცემით, საჯაროდ, მე ვიყავი? ამით ხელი ხომ არ შეეშალა თქვენს რაიმე ზრახვას?

3. თუ დაკავებული პირი თემით არაა დაინტერესებული, ამდენი სასულიერო პირის ფონზე, რატომ გამოხატავს პოზიციებს ერთ დღეში ორჯერ ჩემს წერილზე? ფაქტია, რომ მისი დღის შფოთია ეს წერილი.

4. თუ მივყვებით დანარჩენ ნაწილს ამ „საუბრის“, იქ მამა გიორგის აღნიშნული აქვს, რომ დაცვამ უნდა დაუძახოს გამზარდიასო. დაცვას რა გადაკვეთა შეიძლება ჰქონოდა ჩემთან? რატომ ერიდება მამა გიორგი პროკურატურის ხსენებას, რაც ყველაზე ლოგიკური იყო? ან რატომ მიმართავს დაცვას, როგორც მხარეს?  რატომ მოიაზრებს თავის მხარედ დაცვის სამსახურს? თუ რისკებს რამდენადმე ანგარიშგასაწევად აფასებს ან თუნდაც პროვოკაციად, რატომ არ მიმართავს ის პროკურატურას და შემოიფარგლება იმით, რომ დაცვის სამსახურის ბიჭებმა უნდა მოახდინონ თურმე ჩემს მიმართ რეაგირება?

შეგახსენებთ, რომ იმ მომენტისათვის, დეკანოზი მამალაძე მხოლოდ კლინიკის დირექტორი და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

5. ხომ არ იგულისხმება ამ „დიალოგში“, რომ მამა გიორგი ცდილობს დაცვის სამსახურს გადაუმისამართოს ჩემი ვინაობა, მათ შორის ჩემი ლიკვიდაციის ან თავდასხმის მიზნით? სამართლებრივად ხომ პატრიარქის დაცვის სამსახურს არანაირად არ ევალება და არც დისკრეცია აქვს რეაგირება მოახდინოს ჩემს განცხადება-მოსაზრებაზე.

6. მამა გიორგი ახსენებს, რომ ვაითუ პატრიარქმა წაიკითხოსო, ოპერაციას არ გაიკეთებს და ტკივილით მოკვდებაო! რატომ აქვს დეკანოზს აქცენტები პატრიარქის სიკვდილზე? იქნებ, იმედი აქვს, რომ ვინმე წააკითხებს პატრიარქს ტექსტს და „შეშინებული“ პატრიარქი უარს იტყვის ოპერაციაზე, რის შემდეგაც ის შესაძლოა, ტკივილით მოკვდეს? რა მოტივაციით აკეთებს მსგავს აქცენტებს?

7. ერთ დღეში ორჯერ ჩემს სტატუსზე და გავრცელებულ მოსაზრებაზე საუბრის მიძღვნა და სატელეფონო ზარების მოტივაცია რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ? რამე გეგმა ხომ არ აგერიათ ამით? მითუმეტეს, რომ ჩემს წერილს თავშივე ეწერა პრევენციიის მიზნით ვწერ-თქო.

8. მამა გიორგი და უცნობი ადამიანი, გადატრიალებაზე საუბრობენ, ჰოდა, საიდან მოდის ეგ მოტივაციები, ხომ ვერ მეტყვით? 

აღნიშნული კითხვები პასუხებს საჭიროებს და თუ გინდათ, დებატებზე გამეცით პასუხი ბატონო ადვოკატებო, თუ გინდათ, მე ნუ გამცემთ პასუხს და თავადვე მიეცით ჩვენება პროკურატურას.

ფაქტია ერთი რამ, დაკავებული დეკანოზის ადვოკატები, ჩანს, ვერ ახერხებენ, დაცვის ობიექტისათვის უდანაშაულოს დამტკიცებას, ამიტომ საზოგადოების დეზორიენტაციაზე მუშაობენ, რომ იქნებ, ამით შექმნან გარკვეული აყალმაყალი, რითიც შესაბამისი მხარის უკან მდგომი პირების ინტერესებს მოემსახურებიან.ბოლო პერიოდში მიტროპოლიტი პეტრეს ეპარქიიდან არაერთხელ მოხდა ჩემზე სიტყვიერი თავდასხმა მისი მამებისა და დედების მიერ, სოციალურ ქსელში, ამას ემატება აღნიშნული „დიალოგი“ „ჩანაწერისა“...

ვფიქრობ, რომ გამორიცხული არაა, მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციითაც, რისი მოტივაციაც ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობაა და პატრიარქის დაცვისკენ მიმართული ნაბიჯები, ასევე პოზიციები, რომ პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტოს „პატრიარქის ლიკვიდაციის მზადების“ კვალიფიკაციით და ამ კონტექსტში განიხილონ აღნიშნული მიტროპოლიტების შესაძლო ინტერესები, ასევე სხვა ეპისკოპოსებისა თუ მათთან დაკავშირებული  პირებისა.

სახეზეა მოტივირებული მხარე, რომელიც საზოგადოების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებას ცდილობს, პარალელურად კი იზრდება საშიშროება ამ ჯგუფის მხრიდან სხვადასხვა მხარეზე, მათ შორის ჩემს მიმართ; რა დონეზეა საქმე და რამდენად ცხადია პროკურატურის უახლოესი ნაბიჯები აღნიშნული მხარეებისათვის, ეს თავად პროკურატურამ შეაფასოს და გაითვალისწინოს, მათ შორის ისიც, რამდენად რეალისტურია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორების ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა", - აცხადებს გამზარდია.

როგორც ცნობილია, გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ სატელეფონო ჩანაწერის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელიც მათი თქმით, დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააცნო. ადვოკატი არ ასახელებს იმ პიროვნებას, რომელსაც მამა გიორგი ესაუბრება, მიხეილ რამიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფარული ჩანაწერები სრული სახით გამოქვეყნდება, საზოგადოებას ე.წ "ციანიდის საქმეზე" წარმოდგენა შეეცვლება.

მამაკაცი:- ჰაუ
მამა გიორგი:- რას შვები?
მამაკაცი:- რა ვიცი შენა?
მამა გიორგი: რა ვიცი, ვარ რა, რა ქენი წაიკითხე გამზარდიას სტატია?
მამაკაცი - არა, არ წამიკითხავს, და რა არის, რა წერია, რას ამბობენ რო?
მამა გიორგი- პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო. 
მამაკაცი - ვაი, ამათ პატრონს, ესე იგი, ეგ არის უნამუსო კაცი.
მამა გიორგი- თან ამას აქვეყნებს apsni.ge
მამაკაცი - მართლა, ტო?
მამა გიორგი:- ხო.
მამაკაცი:-კაი, რა.
მამა გიორგი:- თბილისში უნდოდათ, იცოდნენ, ფატალური შედეგი იქნებოდა და წაიყვანეს გერმანიაშიო. 
მამაკაცი: - ნაბიჭვარი ეგა. ახლა წავიკითხავ, მეც მითხრეს, რაღაცას წერენო. 
მამა გიორგი: - დაგიგდებ ამას იმაზე, რა ქვია სიგნალზე.
მამაკაცი:- apsni.ge-ზე დევს?
მამა გიორგი:- სიგნალზე დაგიგდე ლინკი.
მამაკაცი:- ა, კაი, მომისმინე, სად ხარ შენ?
მამა გიორგი:- ბათუმში.
ამ სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაკეთებულია ამა წლის 8 თებერვალს. იმავე დღეს მამა გიორგისა და ზემოაღნიშნულ მამაკაცს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ჩანაწერიც ასევე საქმეში დევს:
მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- ალო.
მამაკაცი:- ხო , რას შვრები?
მამა გიორგი:- რავი, წაიკითხე?
მამაკაცი:- არა, კაცო, ვერ წავიკითხე, ვერ იმას ვქენი, ვერ მოვიხელთე ინტერნეტი.
მამა გიორგი:- ბიჭო, მე რას ვფიქრობ იცი?
მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- გამზარდიას უნდა დაუძახოს იმან, რა ქვია, პატრიარქის დაცვამაც. მე ვფიქრობ.
მამაკაცი:- ხო
მამა გიორგი:- და უნდა ჰკითხოს ეხლა, კი, საფრთხეები და ჩვენ ვიცით ყველამ, რომ რას ემსახურება ახლა მაგის პროპაგანდა.
მამაკაცი:- ხო.
მამა გიორგი:- ინტრიგა თუ რაღაც.
მამაკაცი:- ხო, თვითონ რას ფიქრობს, ხო, აი, რა საფუძველზე ამბობს ამას?
მამა გიორგი: მე ვფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს. თან რა პროვოკაციაა, იმიტომ, რომ ახლა ვიღაც რომ გაიგებს, რომ პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში მაგიტომ წაიყვანეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა. გესმის?
მამაკაცი:- კი
მამა გიორგი:- ხოდა, ღმერთო მაპატიე, შიგა აქვს მაგას თუ რა, ვერ გავიგე.
მამაკაცი:- არა უსინდისოა, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად.
მამა გიორგი:-ქვეყნის გადატრიალების ტოლფასია, მაგას რომ აკეთებ. რა, იძახი, რო ქვეყნის გადატრიალების გეგმა არსებობსო?
მამაკაცი: ხო, ხო.
მამა გიორგი:-და მე კიდევ უფრო უარესს ვხედავ მაგაში. იცი რას ვხედავ? ღმერთმა დაიფაროს და ეს ტექსტი წაიკითხოს პატრიარქმა.
მამაკაცი: ხო.
მამა გიორგი:- ოპერაციას არ გაიკეთებს, ტკივილით მოკლავენ შობელძაღლები.
მამაკაცი:-კი.
მამა გიორგი:- ხო.
მამაკაცი:- კაი დაგირეკავ.