ამინდის პროგნოზი

"ხშირად ვფიქრობ, ახლა რა აზრი აქვს ბრძოლას?"

 
20 April, 2017   1 კვირის 2 დღის და წინ
 
678

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ბრძოლის მოტივაცია იყო, ახლა კი უკეთესობის მოლოდინი არაა.

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების დროს თუ იყო მოტივაცია ბრძოლის, მათი კრიტიკის, მათი ნეგატივის მითითების, იყო ეს მოტივაცია იმიტომ, რომ რაღაც უკეთესის იმედებიც ჰქონდა მოქალაქეს, იმედებიც, შემდეგ იყო ივანიშვილი, ახალი იმედები, ახალი ენერგია, ახალი მოწადინებები, ახალი ძალა და ძალიან საინტერესო ბრძოლა მომავლისთვის.

ახლა კი ხშირად ვფიქრობ, ახლა რა აზრი აქვს ბრძოლას? უკეთესობის მოლოდინი არაა, იმედები არაა, ენერგია არაა. ახლა არის სრული პირობა აპათიისა. თემები, რაზეც ვამხვილებთ ყურადღებას; თემები, რაზეც მედიაში ვდებატობთ; თემები, რაც მნიშვნელოვნად ითვლება - არადა ძირითადად ფარსია, სიყალბე, ხელოვნურობა.

როგორც ამ საზოგადოების წევრი, შემიძლია ვაღიარო, რომ ნაწილობრივ აპათიაში ვარ მეც, ამიტომაც ბოლო პერიოდში ძირითად წილად თაიმ აუთი ავიღე საჯარო კომუნიკაციებშიც, მედიასთან ურთიერთობაშიც. პირველად მაქვს პერიოდი, როდესაც სრულ უაზრობად და სიყალბეში თანამონაწილეობად მეჩვენება აქტიურობა.

ალბათ, დასვენება მჭირდება, ვისაც ამის ენერგია შემორჩა, კიდევ მეტ მხნეობას ვუსურვებ.

პ.ს. ბოლო ხანებში ჩემი ორი სტუდენტის ძმებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, პირადი მოტივი არსად ფიგურირებს, შესაბამისად, მიზეზი ზოგადად, სოციალურია. მესმის მათი", - წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

 

"გამორიცხული არაა, მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციითაც"

 
13 March, 2017
 
3523
 

"პრაქტიკულად ლეგიტიმაცია მიიღო ხელისუფლებამ, რომ სამომავლოდ ძალადობრივად დაშალოს საპროტესტო აქციები"

 
13 March, 2017
 
402
 

"უნდა დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, როდის დასრულდეს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდა ეკლესიისთვის"

 
10 March, 2017
 
635
 

"თუ მას დროულად არ განკვეთენ, წინ გვაქვს პერიოდი, როცა ის ეკლესიაში სინოდს მხარეებად დაყოფს"

 
10 March, 2017
 
4754
 

"პროკურატურას აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ, რომ საქმეს პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობის კვალიფიკაცია მისცეს"

 
08 March, 2017
 
937
 
ყველა მსგავსი სიახლე